თემა:
|
რა არის ადგილობრივი თვითმმართველობა
|
პედაგოგი:
|
ნინო ხუციშვილი
|
საგანი:
|
სამოქალაქო განათლება
|
კლასი:
|
IX კლასი
|
მოსწავლეთა რაოდენობა/ პროფილი:
|
15 მოსწავლე. სსმ. მოსწავლე კლასში არ მყავს
|
მიზანი:
|
მოსწავლეებმა შეძლონ გაანალიზონ საქართველოს სახელმწიფო მმართველობის
სისტემის განვითარების პროცესი.
|
საჭირო წინარე ცოდნა :
|
მოძიებული მასალა თვითმმართველობის ფუნქციების შესახებ
|
საკლასო მენეჯმენტი:
|
საორგანიზაციო საკითხი 1წთ
აქტივობა1.
გონებრივი იერიში-მეთოდი აზრობრივი რუკა.
კითხვა : ა)რა იცით თვითმმართველობის შესახებ? , ბ)რომელი თვითმმართველობის
ორგანოები იცით?(სოფელში, თემში, რაიონში) 7წთ.
აქტივობა 2. მასწავლებელი ერთვება აქტიური ლექციით და ხსნის ადგილობრივი
თვითმმართველობის ფუნქციას, სად იღებს სათავეს და მიმოიხილავს ისტორიას, ვისაუბრებთ
ჩვენი ქვეყნის მაგალითზე , სახელმწიფოში დემოკრატიული მმართველობის ერთ -ერთ
აუცილებელ პირობაზე. 10წთ.
აქტივობა3. ინდივიდუალური
. მოსწავლეებს ურიგდებათ ფურცლები და ვთხოვთ დაწერონ თემში არსებული პრობლემები,
რომლის გადაჭრაც შესაძლებელია ადგილობრივი თვითმმართველობის გზით. 10წთ
აქტივობა4. მოცემული
დავალების გარშემო გაიმართება დისკუსია. მასწავლებლის დახმარებით მოვიძიებთ სწორ
მიმართულებას, პრობლემების გადაჭრის გზას თვითმმართველი ორგანოს მეშვეობით. 15წთ
აქტივობა5. შეფასება
და საშინაო დავალების მიცემა
2წთ
|
შედეგი და ინდიკატორები
|
მოქ. IX.10.
მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს საქართველოს
სახელმწიფო მმართველობის სისტემა
·
ადგენს
საკუთარ დასახლებაში გადასაჭრელ საკითხთა ნუსხას და შესაბამისად ასახელებს ხელისუფლების
იმ წარმომადგენელს , რომელთაც უნდა მოხდეს პირველი მიმართვა, შტოსა და დონის ასაბუთებს
საკუთარ დასკვნას (შტოსა და დონის/ინსტანციის
მიხედვით )
|
რესურსი:
|
სახელმძღვანელო ,სამუშაო რვეული, დაფა, ცარცი. ფლიფჩარტი. მოძიებული მასალა.
|
შეფასება:
|
მიმდინარე განმავითარებელი.
|
გაკვეთილის გეგმა
Подписаться на:
Сообщения (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий