1.პროექტის სახელწოდება
"სუფთა სოფელი"
2.პროექტის მთავარი იდეა(თემა) ერთი ორი წინადადებით:
თემში სადაც ცხოვრობენ მოსწავლეები ყოველდრიურად ხედავენ და ეხებიან გარემო პირობებს, რომელსაც იყენებენ და მოიხმარენ ყოველდღიურად.აუცილებელია მოსწავლეებმა შეძლონ გარემო პირობების მოვლა პატრონობა.ამისათვის საჭიროა მოსწავლეებს დავანახოთ პრობლემის არსი და ავუმაღლოთ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა.
3.პროექტის აქტუალობა
ბოლო ათეული წლის განმაბვლობაში, გავრცელდა პრობლემა, რომელსაც ეკოლოგია ჰქვია. კერძოდ მოსახლეობა აქტუალურად მოიხმარს მზა პროდუქციას რომელსაც ხშირ შემთხვევაში ნარჩენების სახით ტოვებს ქუჩებში, ყრის მდინარეებში, ანაგვიანებს კულტურულ ძეგლებს და ტყის მწვანე საფარს.თითოეული მათგანი განსაკუთრებული მნიშვნლობისაა ადამიანის სიცოცხლისათვის: დავდივართ დანაგვიანებულ ქუჩებში, ვსვამთ წყალს რომელშიც შესაძლებელია მოხვედრილი იყოს გარკვეული ნარჩენები, რომლებიც წყლის დაბინძურებასა და ორგანიზმების მოწამვლას გამოიწვევს. აგრეთვე ხდება ისტორიული ძეგლების დაბინძურება, მის მოვლა-პატრონობის ნაცვლად. ტყეში პოლიეთილენის პარკის თუ ბოთლის დატოვება საფრთხეს უქმნის ფლორასა და ფაუნას, რომელიც მხოლოდ 100 წლის შემდეგ გარდაიქმნება სრულფასოვან ნიადაგად.ამ პრობლემის მოსაგვარებლად ასევე საჭიროა მოსწავლეთა და მოსახლეობის
ცნობიერების ამაღლება იმის შესახებ თუ რა საფრთხეს უქმნის მოსახლეობას დაბინძურებული გარემო.
მოსწავლეებს აუმაღლდებათ ეკოლოგიური ცნობიერება,დაეუფლებიან მდგრადი განვითარების პრინციპებს. პრაქტიკულად დააკვირდებიან ადგილობრივი ბუნებრივი რესურსების მოხმარების, დატოვებული ნარჩენებისგან გარემო პირობების გასუფთავებას.
5.მონაწილეობის ასაკი
14 წელი
6. ვადები/ ხანგძლივობა :
1 თვე
7.მოსალოდნელი შედეგები /პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეებში და მოსახლეობაში ამაღლდეგა ეკოლოგიური ცნობიერების დონე.
დაიდგმევა ბანერები, გაკეთდება სასმელი წყლის ანალიზი. ეკოკლუბის წევრები გააგრძელებენ მუშაობას და შეადგენენ სამოქმედო გეგმებს
1.მოსწავლეების მიერ შეიქმნება ეკოკლუბი,შეიმუშავებენ სამოქმედო გეგმას.
2.მოსწავლეები მშობელთა და პედაგოგთა დახმარებით მოიწვევენ სკოლის მშობელთა გაერთიანებულ კრებას.მოხდება მშობელთა ინფორმირემა სოფელში არსებულ ეკოლოგიური ვითარების შესახებ. ნაჩვენები იქნება ფოტოკოლაჟი სოფლის დაბინძურებული ადგილების.გაიმართება დისკუსია.შეხვედრაზე მონაწილეობას მიიღებს უბნის ექიმი,ბიოლოგიის და გეოგრაფიის პედაგოგი.
3.ბიოლოგიის მასწავლებელი ჩაატარებს სემინარს ეკოლოგიის თემაზე.
4.ექიმთან შეხვედრა -გარემოს დაბინძურება და მისი ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობაზე.
6.მოსახლეობის ინფორმირებისათვის ეკოკლუბის წევრი მოსწავლეები მოსახლეობაში დაარიგებენ ბროშურებს სოფელში არსებული ვითარების შესახებ.ასევე მოხდება მოსახლეობის ინფორმირება მომავალი აქციის შესახებ.
6. სოციალურ ქსელში მოხდება განცხადების გაკეთება აქციის შესახებ.
7. მოსახლეობის თავშეყრის ადგილებში გამოიკვრება განცხადებები სადაც აღნიშნული იქნება აქციის დღე და მოწოდება მოსახლეობის აქტივაციისთვის.
8.ჩატარდება აქცია. სოფლის შემოსასვლელთან დაიდგმევა ბანერი სლოგანით
„არ დაანაგვიანო ,ნიჩბისი შენი სახლია!!!“
9. აქციის შემდეგ მოსახლეობის თავშეყრის ადგილებში გამოიკვრება გამაფრთხილებელი განცხადებები კანონის შესახებ, რომელიც გარემოს დაბინძურებას ეხება.
10.საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან /ესგ-კავშირი :გეოგრაფია, ბიოლოგა.
11.პროექტის ხელმძღვანელი ( მასწავლებელი): ნინო ხუციშვილი
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: 19741204nino@gmail.com
13.პროექტის ვებ/გვერდი ბლოგი ninoxucishvili74.blogspot.com
![]() |
მოსწავლეებს დაურიგდათ სამუშაოდ ხელთათმანები |
![]() |
აქციის დღე |
![]() |
მოსწავლეები ასუფთავებენ სოფლის გარემოს |
![]() |
დასუფთავების აქცია |
![]() |
მოსწავლეები ბუნკერებში აგროვებენ ნარჩენებს |
![]() |
მოსწავლეები აგროვებენ გარემოში დატოვებულ ნარჩენებს სოფლის ცენტრებში დაიდგა ბანერები სლოგანით " არ დაანაგვიანო ნიჩბისი შენი სახლია" |
ძალიან საინტერესო პროექტია.. წარმატებებს გისურვებთ..
ОтветитьУдалить